Nene

    მადლობა, რომ ესტუმრეთ ნენე გიორგაძის პერსონალურ საიტს. ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც გააჩნია საკრალური ღირებულება, ერქმევა მას ღმერთი, სამშობლო თუ ხელოვნება, - მდიდარია. ჩვენს ალბათ მკაცრ საუკუნეში, როცა ღირებულებათა კრიზისი ღრმავდება, სულიერება და მასზე საუბარი უფრო და უფრო არამოდური ხდება. 1999 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრებამ (აშშ, ჯორჯიის შტატი) ალბათ გამიმძაფრა საკრალურთან მუდმივად ახლოს ყოფნის სურვილი, ახლოს ყოფნის სურვილი იმ ადამიანებთან, ვისთვისაც სიტყვა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება კი არა, კომუნიკაციის წყაროა. ეს საიტიც ამიტომ შევქმენი. მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც სიტყვას და თავისუფალ აზრს მაზიარა, პირველ რიგში - ბატონ მიხეილ გოგუაძეს, რომელიც დღემდე მოზარდებთან მუშაობს თბილისის მოსწავლეთა სასახლეში, ჩემს მეგობრებს; მინდა პატივისცემა გამოვხატო ფიქრიანი და კეთილი ადამიანების მიმართ.
    P.S. Facebook-ზე არა ვარ დარეგისტრირებული.

    საიტი შეიქმნა 2009 წელს. რეკომენდირებული ბრაუზერი: Internet Explorer.

    Nene Giorgadze was born in the Soviet state of Georgia. In 1999, she moved to the US, and she now resides in Atlanta, Georgia. Her poems and translations from Georgian have appeared or are forthcoming in RHINO, The Raleigh Review, Skidrow Penthouse, Turbulence (UK), Ann Arbor Review, Versal Journal (Netherlands), Los Angeles Review, The Dirty Goat, Guernica, Nashville Review and others.